ახალი ამბებირეკლამა

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი ქვემო ქართლში დასრულდა

3 ივნისი, 2024 •
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი ქვემო ქართლში დასრულდა

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი 2024 წლის თებერვალში, სამცხეჯავახეთში დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. პროექტი ორიენტირებულია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საჭიროებებზე და ემსახურება მათ გაძლიერებას

27 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა, ბიზნეს მენეჯმენტისა და ფინანსების მოდულს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs) უმასპინძლა. 10 ლექციის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ბიზნესის მენეჯმენტთან და ფინანსებთან დაკავშირებულ თემებს. მიიღეს უფრო ღრმა ცოდნა სტრატეგიული დაგეგმვის, მარკეტინგის, ოპერაციების, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ეფექტური ბიზნეს გეგმები.

ბიზნეს მენეჯმენტისა და ფინანსების მოდულში საქართველოს ეროვნული ბანკიც ჩაერთო, რომლის ერთერთი პრიორიტეტი სწორედ ფინანსური განათლებაა. არაერთი პროექტისა თუ აქტივობის განხორციელების შემდეგ, ამჯერად, საქართველოს ეროვნული ბანკმა მარნეულის აუდიტორიას საინტერესო, ინფორმაციულ და მათ საჭიროებებზე მორგებულ ლექციები შესთავაზა.

თამთა შვანგირაძე, საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების განყოფილების სპეციალისტი:ქვეყანაში ფინანსური განათლების გასაძლიერებლად, ერთიანი ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. Mastercard-ის პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საჭიროებებზე აკეთებს აქცენტს.

აღნიშნული თემების საჭიროებებზე მორგებული ლექციები ეხმიანება მათ უნიკალურ გამოწვევებს. ბიზნეს მენეჯმენტის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ფინანსური უნარების გაძლიერებით, ჩვენ ვქმნით უფრო ინკლუზიურ და ძლიერ ეკონომიკურ გარემოს. ვამაყობთ, რომ წვლილი შევიტანეთ ამ ინიციატივაში და მოუთმენლად ველით გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა ფინანსური განათლების მიმართულებით, რათა საქართველოს ყველა რეგიონში უზრუნველვყოთ მდგრადი ეკონომიკური მომავალი“.

Mastercard-ის უნიკალური პროექტი შექმნილია პროგრამისერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი