ახალი ამბებირეკლამა

Mastercard-სა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

9 ივნისი, 2022 • 587
Mastercard-სა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-მა კიდევ ერთი ახალი თანამშრომლობა წამოიწყო, ამჯერად, განათლების სექტორის მხარდასაჭერად. Mastercard-, თავისუფალსა უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია საქართველოში ფინანსური განათლების ამაღლება და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება

საქართველოში, ფინანსური განათლება ხშირად არ არის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. ქართულ ენაზე ფინანსური ტერმინებისა და მათი განმარტებების სიმწირე არის ერთერთი მნიშნველოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც ფინანსური ცოდნის მიღებას ართულებს

სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიური კომპანია Mastercard-ის პარტნიორობით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი ქართულ ენაზე, რომელიც 2022 წლის სექტემბერში გამოიცემა როგორც ბეჭდური, ასევე, ონლაინ ფორმატით. ლექსიკონში განმარტებული იქნება არა მხოლოდ ფინანსური ტერმინები, არამედთავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ქართულ ენაში ახალი ტერმინების დამკვიდრებას შეეცდება, რომლებიც აქამდე ხშირად ბარბარიზმების სახით გვხვდებოდა. თავისუფალი უნივერსიტეტი ლექსიკონს საკუთარ სასწავლო პროცესშიც გამოიყენებს.

ლექსიკონთან ერთად, Mastercard ქართველ მომხმარებლებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს (SME) ფინანსური განათლების მისაღებ მარტივ ინსტუმენტს – LADDER-ის აპლიკაციას სთავაზობს. LADDER-ის გამოყენებით მომხმარებლები და SME-ები მარტივად შეძლებენ გაეცნონ და დაეუფლონ საკუთარი და ბიზნესის ფინანსების განკარგვის, დანაზოგების გაკეთების, კრედიტის აღებისა და მართვის, დაზღვევის შერჩევისა და ბიუჯეტურების ძირითად პრინციპებსა და ხერხებს.

ქართველი მომხმარებლისთვის ინფორმაციის გასაადვილებლად, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ხელმძღვანელმა ლექტორებმა აპლიკაციის შინაარსი ქართულ ენაზე თარგმნეს და ადგილობრივ კონტექსტს მოარგეს. LADDER-ის გამოყენება 2022 წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი საქართველოში. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, LADDER-ის ელჩები ქართველ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდებიან და აუხსნიან თუ როგორ გამოიყენონ აპლიკაცია საკუთარი ცხოვრებისა და ბიზნესის დასაგეგმად თუ სამართავად.

გარდა ამისა, Mastercard მხარდაჭერითა და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის ორგანიზებით, შეიქმნა ახალი ვირტუალური სივრცე სტუდენტებისთვის –  S Blog. ეს არის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტის სტუდენტების ბლოგი, სადაც ისინი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს, დაკვირვებებსა და მოსაზრებებს გაუზიარებენ თვითგანვითარების, ცხოვრების სტილისა და განტვირთვის, ხელოვნებისა და ლიტერატურის, მეცნიერებების, ტექნოლოგიებისა და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ.

ბლოგერები წერილობით თუ სხვა მულტიმედია მედიუმების საშუალებით, ისაუბრებენ სტუდენტებისთვის (და არა მხოლოდ) სიანტერესო, აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე. ასევე, ვებგვერდზე თავს მოიყრის სტუდენტებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებები: ფასდაკლებები, სტუდენტური დასაქმების შესაძლებლობები, კონკურსები, .. პლატფორმის მიზანია საქართველოში სტუდენტური შესაძლებლობების ზრდა  და სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებაა

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.sblog.ge 


Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 –ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

თბილისის თავისუფალი უნივესიტეტის შესახებ:

თავისუფალი უნივერსიტეტი არის საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე უნივესტიეტი მიღებული სტუდენტების ეროვნული გამოცდების აგრეგირებული ქულების მიხედვით, ასევე, საჯაროდ აღიარებული ლექტორებით, ტექნიკური და სამეცნიერო რესურსითა და კურსდამთავრებულების წარმატებით დასაქმების კოეფიციენტით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.freeuni.edu.ge 

თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ფონდის შესახებ

თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი არის თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული დამოუკიდებელი, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.alumnifund.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი