ახალი ამბებირეკლამა

USAID-სა და Mastercard-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებაა

2 ივნისი, 2022 • 749
USAID-სა და Mastercard-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებაა

Mastercard-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რათა ქვეყანაში დაჩქარდეს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი. აღნიშნული თანამშრომლობის პარტნიორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) განვითარებას; ციფრული ეკონომიკისა და ფინანსური ინკლუზიისა ზრდასტექნოლოგიების, ციფრული აქტივებისა და სერვისების გამოყენებით. თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია ტურიზმი, E-Commerce-სა და Fintech ეკოსისტემა.

ამ მიზნის მისაღწევად, Mastercard, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, გეგმავს შეიმუშაოს და განახორციელოს სამწლიანი საქართველოს ციფრული პარტნიორობის პროგრამა, რომელიც მოიცავს მრავალ ინიციატივებსა და აქტივობებს, რომელთა განხორციელებაშიც მონაწილეობას მიიღებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. ერთობლივი ინიციატივების რამდენიმე მიმართულებებია

ტურიზმი

Mastercard და USAID, შესაბამისი მონაცემების, ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდების გზით, ხელს შეუწყობენ ტურიზმის პოპულარიზაციას და გააძლიერებენ საჭირო მარკეტინგულ პოლიტიკას. ციფრული გადახდის გამოცდილების შემუშავებით, Mastercard ხელს შეუწყობს უნაღდო ტრანზაქციების გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია აპირებს, რომ საქართველოში განაგრძოს ინვესტიცირება ბარათების მიმღების ქსელის განვითარების მიმართულებით. მათ შორისაა Tap on Phone სისტემა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს, საშუალებას აძლევს, მობილური ტელეგონის მიმღებ მოწყობილობად გადააქციონ.   

ელექტრონული კომერციის აკადემია

ელექტრონული კომერციის აკადემიის მხარდასაჭერად, Mastercard და USAID, საკუთარ წარმოამდეგლობას ჩართავენ კურიკულუმის შემუშავების კომიტეტში.   აკადემიის მიზანია განავითაროს და გააძლიეროს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული ახალგაზრდების ცოდნა და უნარები, რათა მათ ეფექტურად გამოიყენონ ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები, როგორც საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად, ასევე არსებული ბიზნესის დაგეგმვისა და მართვისთვის. მხარეები დაეხმარონ მცირე და საშუალო ბიზნესსებს, რათა დაკავშირდნენ ციფრულ ეკონომიკასთან. მათ შორის, იგულისხმება ციფრული და ფინანსური განათლების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებსჩაერთონ ელექტრონულ კომერციაში და დანერგონ გადახდის თანამედროვე სისტემები

Fintech Ecosystem

მხარეები თანამშრომლობის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ახალბედა, პერსპექტიულ Fintech კომპანიებს, რათა მათ მიეცეთ ზრდისა და საერთაშორისო გაფართოების შესაძლებლობება. ისინი მათ შესთავაზებენ როგორც ფინანსურ ტექნოლოგიებს, ასევე ტრენინგებსა და თეორიული ცოდნის მიღების სხვა შესაძლებლობებს. Mastercard-ისა და USAID-ის ცოდნის, გამოცდილების გამოყენება, ქართული Fintech კომპანიებს, წარმატების მიღწევაში დაეხმარება

ასევე, აღნიშნული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიები დაეხმარებიან მცირე და საშუალო ბიზნესებს, შეიმუშავონ და განავითარონ უკეთესიეფექტური ბიზნეს ოპერაციები; გააძლიერონ საბაზრო კავშირები და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. Mastercard და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ითანამშრომლებენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ხელი შეუწყონ Fintech ეკოსისტემის განვითარებას და დამწყებ, პერსპეტრიულ კომპანიებს, საერთაშორისო გაფართოების შესაძლებლობა მისცენ. 

დამატებით, კომპანიების თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ფინანსური და ციფრული ინკლუზიის პროექტების შემუშავება და განხორციელება, რათა ქვეყანაში დაჩქარდეს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესები, გაუმჯობესდეს არსებული ინფრასტრუქტურა და განვითარდეს ციფრული ეკოსისტემები

USAID-ის დირექტორი, პიტერ ვიბლერი„Mastercard-თან თანამშრომლობით ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ქვეყანას გაძლიერდეს ციფრული ეკონომიკის მიმართულებით და გახდეს გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში. მოუთმენლად ველოდებით Mastercard-თან პარტნიორობის გააქტიურებას, რათა გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრონლობა კერძო სექტორის პარტნიორებთან და შედეგად, გავზარდოთ ტურიზმის ინდუსტრია, დავეხმაროთ ბიზნესებს გაფართოებაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები“. 

იასემინ ბედირი, Mastercard-ის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – „სიამაყით ვაცხადებ, რომ უკვე 22 წელზე მეტია, Mastercard საქართველოში ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ დავნერგეთ ინოვაციური გადახდის მრავალი მეთოდი და ვითანამშრომლეთ გადახდის ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებთან. ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან. მართლაც, განვითარებად ქვეყნებს შორის, საქართველო ის ბაზარია, სადაც უნაღდო გადახდების რაოდენობა სწრაფად მზარდია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ნამდვილად ციფრული ეკონომიკის გზაზე დგას.“


Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 –ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

USAID-ის შესახებ საქართველოში:

აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia 

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ:

5 წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთhttps://www.facebook.com/EconSecProgram

მასალების გადაბეჭდვის წესი