ახალი ამბები

აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით ბათუმში

19 ოქტომბერი, 2015 •
აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით ბათუმში

 

ომარ მეგრელიძე და მერაბ ღოღობერიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს

 „ბოლო დღეებში გავრცელებულმა პატიმრების წამების ამსახველმა კადრებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია და ვითხოვთ, რომ აიკრძალოს, რადგან  ისინი ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავენ“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ჯემალ დუაძე.

 

საქართველოს პარლამენტის წევრს ომარ მეგრელიძესა და აქციის მონაწილე მერაბ ღორობერიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება გაიმართა. ისინი ერთმანეთს  უცენზურო სიტყვებითაც მიმართავდნენ.

 

„შენ რომ აქ ხარ, ესეც დანაშაულია, რადგან რუსეთის აგენტი ხარ და ეს არ არის ახალი ამბავი. ყველას მოწყინდი, წადი, რა“- უთხრა ომარ მეგრელიძემ მერაბ ღოღობერიძეს.

 

„ახლა ისეთი უნდა წამოგარტყვას კაცმა,… პროვოკატორი ხარ“-  უპასუხა მერაბ ღოღობერიძემ  ომარ მეგრელიძეს.

 

 „პრობლემა აქვს ამ ხელისუფლებას და წადი, იმას მიხედეთ“- განაცხადა ომარ მეგრელიძემ აქციის მონაწილეების მისამართით.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

 

 

„თავისუფალი თაობის“ წევრები  განმეორებითი აქციის ჩატარებას ხვალ, 4 საათზე აპირებენ.  

 

აქციის მონაწილეები

  

მასალების გადაბეჭდვის წესი