ახალი ამბები

გაზპრომთან ხელისუფლების მოლაპარაკებების წინააღმდეგ თბილისში აქცია მიმდინარეობს

17 ოქტომბერი, 2015 •
გაზპრომთან ხელისუფლების მოლაპარაკებების წინააღმდეგ თბილისში აქცია მიმდინარეობს

აქცია  16.00 საათზე დაიწყო.  აქციის მონაწილების აცხადებენ, რომ  რუსული გაზი პუტინის გეოპოლიტიკური იარაღია და GAZPROM-ზე ენერგოდამოკიდებულება ნიშნავს დამორჩილებულ, ღარიბ, გაყინულ და ბნელ საქართველოს.

 

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ჟურნალ “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ამ აქციის პლაკატების გაკვრის გამო 16 ოქტომბერს დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.

 

“საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენი ხალხის მონაპოვარია. ჩვენ ის არ უნდა დავთმოთ”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები ფეისბუკზე შექმნილ ანონსის გვერდზე.

 

აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ელენე ხოშტარიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ გაზპრომთან დაკავშირებული პრობლემები სახელწიფომ დიდი ხნის წინ დაძლია და საჭიროა დიპლომატია ენერგოსივრცეში წყაროთა დივერსიციკაცისაკენ იყოს მიმართული:

 

“მხარეებს შორის შეხვედრები ხდება საიდუმლოდ და გაურკვეველ სიტუაციაში და მათი განცხადებები მიuთითებს, რომ არ აქვთ ჩამოყალიბებული იდეა იმაზე, რომ ეს იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისათვის. არანაირი გარანტია იმის შესახებ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თემასთან დაკავშირებით ვიყოთ წყნარად, არ გაგვაჩნია. არანაირი ობიექტური რეალობის ცვლილება არ უდევს ამას საფუძვლად. და რომც შეგვქმნოდა რაიმე პრობლემა, რუსეთი გამოსავალი ვერასდროს იქნება. ჩვენ უკვე მივიღეთ 2 სახის ზიანი: ერთი მხრივ, აზერბაიჯანთან, რასაც მოჰყვა ეს საჩქარო ვიზიტი, რომ ჩამცხრლიყო მდგომარეობა და მეორე – რა სახის გზავნილია ეს საერთოდ მსოფლიოსათვის? როდესაც ოკუპაციის რეჟიმში მყოფი ქვეყანა ჩუმად მივდივართ გაზპრომთან სალაპარაკოდ. ეს მეტყველებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის უორიენტაციობაზე,”– განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზპრომთან ხელისუფლების მოლაპარაკებების წინააღმდეგ თბილისში  გამართული აქცია 17/10/2015 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე
გაზპრომთან ხელისუფლების მოლაპარაკებების წინააღმდეგ თბილისში გამართული აქცია 17/10/2015 ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი