პარლამენტმა დაიწყო რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურა.
თავდაპირველად, წესის თანახმად, მისი განხილვა დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.
კომიტეტის სხდომა 09.00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საკომიტეტო სხდომაზე პრეზიდენტის შენიშვნები წარადგინა. მან ამ კანონს “ყველაზე მძიმე” კანონი უწოდა.
თუ კომიტეტმა ვეტის დაძლევას მხარი დაუჭირა, სესიაზე უკვე 28 მაისს გავა.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 14 მაისს მიღებულ რუსულ კანონზე.
პრეზიდენტის დასაბუთებაში ნათქვამია, რომ კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და ფაქტობრივად იგივეა, რაც 2023 წელს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონი.
წაიკითხეთ მეტი: რა წერია პრეზიდენტის ვეტოში
საქართველოს მოქალაქეების პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, “ქართული ოცნება” გეგმავს დაძლიოს ვეტო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე, რომლის შემდეგაც ის ძალაში შევა.