ახალი ამბები

ვესაუბრე პრეზიდენტ სანდუს, მადლიერება გამოვხატე საქართველოს მხარდაჭერისათვის – ზურაბიშვილი

17 მაისი, 2024 •
ვესაუბრე პრეზიდენტ სანდუს, მადლიერება გამოვხატე საქართველოს მხარდაჭერისათვის – ზურაბიშვილი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, მაია სანდუს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის.

ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი