ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ლარი აშშ დოლართან კვლავ გაუფასურდა.
17 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან 0.0273 ლარით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7596 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთანაც. 17 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 ევროს ღირებულებამ 3.0002 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0425 ლარით მეტია.
სებ-მა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის $60 მილიონი გაყიდა
ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა გუშინაც. 16 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარი დოლართან 0.0457 ლარით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7323 ლარი შეადგინა.
გუშინ, ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთანაც. 16 მაისის ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 2.9577 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის ოფიციალურ კურსზე 0.0572 ლარით მეტი იყო.