ახალი ამბები

თუთბერიძის ფილმმა “ცხრა მთას იქით” თეირანის კინოფესტივალზე “ოქროს ჟასმინი” მიიღო

12 ოქტომბერი, 2015 •
თუთბერიძის ფილმმა “ცხრა მთას იქით” თეირანის კინოფესტივალზე “ოქროს ჟასმინი” მიიღო

ფილმის ინგლისური სახელწოდება არის Village. კინოფესტივალზე, აზიური ფილმების სექციააში ასევე მონაწილეობდა 9 ფილმი.
 
 
ფილმში მონაწისლეობენ ქრისტალ ბენეტი, თორნიკე ბზიავა, მიხეილ გომიაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი,  ეკა მოლოდინაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, მარლენ ეგუტია, ვახცტანგ ჩაჩანიძე, ანასტასია მენაბდე.
 
 

ეს არის ფილმი ახალგაზრდა ინგლისელ ქალზე, რომელიც თავის მეგობარ ბიჭთან ერთა სიყვარულის საძიებლად საქართველოს მთებში მიემგზავრება. მთის  ადათ-წესებსა და მითოლოგიაში დაკარგული მისი ვნება და ფსიქო-ნერვული მდგომარეობა „წითელ ზღვარს“ სცდება. ხდება სხვადასხვა მსოფლმხედველობის, ცივილიზაციის და მითოლოგიის დაპირისპირება, სადაც გამარჯვებული არავინ არის, ხოლო სიყვარული კი… 

 
 
“ცხრა მთას იქით” ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ფილმია, რომლის პრემიერაც სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე თვის წინ შედგა.
 
ჟასმინის საერთაშორისო კინოფესტივალი მესამედ 2015 წლის 3-8 ოქტომებრს მიმდიდნარეობდა ირანის პროვინცია მაზანდარანში.
ლევან თუთბერიძის ფილმი
ლევან თუთბერიძის ფილმი 'ცხრა მთას იქით'

მასალების გადაბეჭდვის წესი