ილჰამ ალიევის სტუმრობის შესახებ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 10 ოქტომბრის სამუშაო ვიზიტისას გახდა ცნობილი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეთაურობით, საქართველოს 6 ნოემბერს აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა.ილჰამ …
Posted by Irakli Garibashvili on Sunday, October 11, 2015
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაიის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის მნიშვნელობას, ხოლო მინისტრმა კი ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრა. ლიდერებმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ თემებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრულ სადილზე უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ბაქოში დასრულდა.