ახალი ამბები

გმირთა მოედანზე არაერთი ადამიანი დააკავეს

14 მაისი, 2024 •
გმირთა მოედანზე არაერთი ადამიანი დააკავეს

გმირთა მოედანზე დააკავეს მომიტინგეები, რომლებმაც გზის გადაკეტვა სცადეს.

პოლიციამ არაერთი მოქალაქე ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილებში და წაიყვანა.

გმირთა მოედანზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე რჩება ანტირუსული აქციის მონაწილეთა ნაწილი.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გმირთა მოედანზე დაკავებების შესახებ, რუსთაველზე შეკრებილთა ნაწილი ამ მიმართულებით დაიძრა.

ვიდეო: ტვ პირველი

მასალების გადაბეჭდვის წესი