ახალი ამბები

პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

14 მაისი, 2024 •
პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტთან დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი.

ინფორმაციას ამის შესახებ ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს.

14 მაისს რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო.

პარლამენტის მიმართულებით თავისუფლების მოედნიდან დაიძრა სპეცრაზმი და ჭავლის მანქანები. ისმის აქციის დაშლის გაფრთხილება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.

პოლიციამ პარლამენტთან დაკავებები დაიწყო — სპეცრაზმი მიუახლოვდა აქციას

მასალების გადაბეჭდვის წესი