ნეტგაზეთი | ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება ამერიკელ ტურისტებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება ამერიკელ ტურისტებს – Netgazeti
Batumelebi | RU

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება ამერიკელ ტურისტებს

ამერიკის სახელმწიფო დეპატამენტმა ევროპაში სამოგზაუროდ მიმავალ ამერიკელებს დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

დაზვერვის მონაცემებით, ევროპა ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშაა. ალ ქაიდას მიერ გაკეთებული მუქარის შემდეგ, ევროპელმა სამართალდამცავებმა წარმატებით შეძლეს რამდენიმე ტერაქტის აღკვეთა და ეჭვმიტანილთა დაკავება, მაგრამ ისინი უფრო დიდი საფრთხის მოლოდინში არიან.

დიდმა ბრიტანეთმა რისკის ინდექსი „ჩვეულებრივი“-დან „მაღალზე“ ასწია.

ამერიკის მხარის განცხადებით, ისინი მოქალაქეებს ევროპაში მგზავრობისგან თავის შეკავებას  არ მოუწოდებენ, უბრალოდ, დამატებითი სიფრთხილის გამოყენებას ურჩევენ.

ამერიკის განცხადება არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ გაუპროტესტებია.

ნიუ-იორკ თაიმსი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ვასო კუჭუხიძე