ახალი ამბები

ლატვიის პარლამენტში უმრავლესობა მემარჯვენე კოალიციიდან იქნება

4 ოქტომბერი, 2010 • • 1132
ლატვიის პარლამენტში უმრავლესობა მემარჯვენე კოალიციიდან იქნება

საპარლამენტო არჩევნები ლატვიაში მემარჯვენე ცენტრალური კოალიციის გამარჯვებით დასრულდა. პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკის პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 100 ადგილიდან 63 დაისაკუთრა.

ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც საარჩევნო კამპანიას, ძირითადად, ადა მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტივების კრიტიკაზე აწყობდა, მხოლოდ 26 მანდატის მოპოვება შეძლო.

არჩევნების შემდეგ პრემიერმა ოპოზიციურ პარტიას თანამშრომლობა შესთავაზა.

ტელეგრაფი

მასალების გადაბეჭდვის წესი