ახალი ამბები

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ჩამოასვენეს

4 ოქტომბერი, 2010 • • 1021
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები ჩამოასვენეს

ავღანეთში დაღუპული ოთხი ქართველი ჯარისკაცის – პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დავით ცეცხლაძის, კაპრალ გიორგი კოლხიტაშვილისა და კაპრალ ნუგზარ კალანდაძის ცხედრები საქართველოში შაბათს ღამით  ჩამოასვენეს. 

ცხედრების ჩამოსვენებას თბილისის აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიენებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე, გარდაცვლილთა ნათესავები, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცები 30 სექტემბერს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი