ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრები

1 ოქტომბერი, 2010 • • 1241
ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრები

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

დღეს დილიდან საქართველოში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ოფიციალური შეხვედრები გამართა.

 

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას, სამინისიტროს ინფორმაციით, განხილვის თემა ნატო- საქართველო თანამშრომლობის საკითხი, ასევე ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობა და ლისაბონის სამიტისათვის მზადების პროცესი იყო.

საგარეო საქმეთა სამინსიტროში ვიზიტის შემდეგ რასმუსენმა თავდაცვის სამინსიტროში გადაინაცვლა, სადაც ის მინისტრ ბაჩო ახალაის შეხვდა.

“გულდასაწყვეტი დღეა, რადგან ავღანეთში თქვენი თანამემამულეები დაიღუპნენ. მე ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავ საქართველოს მოსახლეობისადმი, გარდაცვლილთა ოჯახებისადმი”,-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო განხილვის თემა რასმუსენის შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

“რა თქმა უნდა,  ალიანსი დაინტერესებულია,   რომ ნატოსა და რუსეთს შორის  ურთიერთობები გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს გაუმჯობესება არ მოხდება საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არ მოხდება საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების და ღირებულებების ხარჯზე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რასმუსენი  დღეს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნასაც დაესწრო. დასასრულს კი პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, სადაც  ჟურნალისტებისთვის ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა.
საქართველოში ერთიდღიანი ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი ქვეყანას დღესვე დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი