ახალი ამბებიკომენტარი

დავით იაკობიძე: ამიტომ უნდა უხდიდეს მადლობას მთავრობა დონორებს გრანტის ფორმით შემოსულ რესურსებზე

19 აპრილი, 2024 • 1199
დავით იაკობიძე: ამიტომ უნდა უხდიდეს მადლობას მთავრობა დონორებს გრანტის ფორმით შემოსულ რესურსებზე

ავტორი: დავით იაკობიძე – ეკონომისტი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი


მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფეისბუკ რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა, მაინც გამოვეხმაურები “უცხოური გავლენის შესახებ კანონის” განხილვის პერიპეტიებს.

კანონის მიზანია უცხოური ფინანსური რესურსით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების რეესტრი შექმნა:

  • საზოგადოების ინფორმირებისათვის;
  • ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ერთეულებისათვის ფინანსური სანქციების დადებისათვის.

ასეთ მიზნების მიღწევის ორგანული კანონი არ სჭირდება. რადგან ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია ჰქონდეს იმ იურიდიული პირების ჩამონათვალი, ვინც თავისი საქმიანობისათვის გამოიყენებს უცხოურ გრანტებს. მიუხედავად იმისა, რა წარმოშობისაა ეს ფულადი რესურსი და რა მიზნებისათვის შემოდის ქვეყანაში.

რაც შეეხება ამ რესურსის გამოყენებისათვის სანქციას, ეს გაუგონარია, რადგან შემოსული ფული საჩუქარია, რომლის ფინანსურ ფორმასაც გრანტი წარმოადგენს. საჩუქრისათვის კი მადლობას იხდიან და ჯარიმას არ ახდევინებენ.

ეს თემა ეკონომიკური ანთროპოლოგიის ცენტრალური საკითხია. რადგანაც მუდმივად გამეორებადი საჩუქარი ეკონომიკური შინაარსის მატარებელია (ჟაკ დერიდე), მას აქვს მაკროეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

ამიტომ უნდა უხდიდეს მადლობას მთავრობა გრანტის ფორმით შემოსულ რესურსებზე  დონორებს. (როგორც პარლამენტართა გამოსვლებიდან ვიგებთ, საქართველოში შემოსული ტექნიკური დახმარება 500 მილიონ დოლარამდეა და ათეულობით ათას ენჯეოში ასევე ათასობით ადამიანია საკმაოდ მაღალ ხელფასებზე დასაქმებული.).

მასალების გადაბეჭდვის წესი