ახალი ამბები

პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას სტუდენტური მოძრაობა მართავს

18 აპრილი, 2024 • 977
პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას სტუდენტური მოძრაობა მართავს

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები პარლამენტთან მე-4 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს. დღევანდელი აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა “დაფიონია.

“არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

პარლამენტთან სიტყვით გამოსვლების შემდეგ აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მარშით მივიდნენ და პროტესტს იქ აგრძელებენ.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვის დაწყების შემდეგ თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართებოდა. ბოლო, მასშტაბური აქცია, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა, თბილისში გუშინ, 17 აპრილს, გაიმართა – რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების დღეს.

აქციაზე მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს კანონის მიღებაზე უარის სათქმელად 1 საათიანი ვადა მისცეს. ვადის ამოწურვის შემდეგ მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება იყო. ამ დაპირისპირების დროს სცემეს დეპუტატ ალეკო ელისაშვილს. დეპუტატი მისი ცემის ბრძანების გაცემაში საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს ადანაშაულებს.

ამავე თემაზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი