ახალი ამბები

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კანცელარიასთან მივიდნენ

17 აპრილი, 2024 • 683
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კანცელარიასთან მივიდნენ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილი კანცელარიისკენ დაიძრა. მათ შორის არიან ოპოზიციონერი დეპუტატები და პოლიტიკოსებიც. 

აქციის მონაწილეები კანცელარიასთან მას შემდეგ დაიძრნენ, რაც მომიტინგეების მიერ “ოცნებისთვის” მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. 

“დღესვე გაიტანონ ეს კანონპროექტი უკან”, – დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ამ შინაარსის  განცხადებისთვის ერთი საათი მისცეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი კანცელარიასთან მივიდნენ. 

  1. 30 საათისთვის დაძაბულობაა კანცელარიასთან.   ტვ “პირველის” ცნობით, დაპირისპირებების დროს დაშავდა არხის ოპერატორი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი