ახალი ამბები

პარლამენტის შენობა მედიის წარმომადგენლებმა და აპარატის თანამშრომლებმა დატოვეს

17 აპრილი, 2024 • 709
პარლამენტის შენობა მედიის წარმომადგენლებმა და აპარატის თანამშრომლებმა დატოვეს

პარლამენტის შენობა მედიის წარმომადგენლებმა და აპარატის თანამშრომლებმა დატოვეს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, ჟურნალისტებმა შენობა იმიტომ დატოვეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო დღე დასრულდა.

რაც შეეხება აპარატის თანამშრომლებს, პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, მათ შენობის დატოვება ურჩიეს, რადგან მოგვიანებით პარლამენტის მიმდებარე ქუჩები დაგეგმილი აქციის გამო გადაიკეტება.

დღეს, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. დღესაც 19:00 საათზე კიდევ ერთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი