ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს რუსულ კანონზე საუბრისას დაარტყა

15 აპრილი, 2024 • 1543
ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს რუსულ კანონზე საუბრისას დაარტყა

ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსულ კანონზე საუბრობდა, ალეკო ელისაშვილმა თავში მუშტი ჩაარტყა.

„შენი რუსი…“ — ისმის კადრში ალეკო ელისაშვილის ხმა, რის შემდეგაც მის გარშემო სხვა დეპუტატები იწყებენ ჩხუბს. ამ დროს გაითიშა პირდაპირი ეთერი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან.

დილიდან პარლამენტში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს, რომლის მსგავსის მიღებამ რუსეთში გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი და მედიები.

პარარელურად, საპროტესტო აქცია იმართება პარლამენტის შენობის გარეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი