ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი 12 აპრილს გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 • 667
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი 12 აპრილს გამოცხადდება

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს, 10:00 საათზე გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებული ახალგაზრდის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს.

გრიგორიადისის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აპრილს დასრულდა და მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა. დასკვნით სხდომაზე სასამართლოს წინაშე მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარდგნენ. აღნიშნული უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

მგონია, რომ ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია – ლაზარე გრიგორიადისი

ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი