ახალი ამბები

მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების განცხადება “რუსული კანონის” წინააღმდეგ

10 აპრილი, 2024 • 1213
მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების განცხადება “რუსული კანონის” წინააღმდეგ

საქართველოს პენ-ცენტრი განცხადებას ავრცელებს და გმობს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ხელახლა სცადოს რუსული კანონის ქართველი ხალხისთვის თავს მოხვევა.

განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია აღნიშნული ქმედებით უარს ამბობს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ ანგარიშვალდებულებაზე და დგამს მოღალატეობრივ ნაბიჯს ქართველი ერის ევროპული მომავლის წინააღმდეგ:

„ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნებით დეკლარირებულად ამბობს უარს, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ისარგებლოს ევროკავშირის გაფართოების ისტორიული შესაძლებლობით. გაცემული სიტყვის გატეხა, მეგობრების გასაჭირში მიტოვება, მტერთან კოლაბორაცია, ძლიერთან ქედის მოხრა, ხოლო სუსტების ჩაგვრა, არასდროს ყოფილა და ვერასდროს იქცევა ქართული სულის და ხასიათის ნაწილად. ქართული ლიტერატურა ყოველთვის გამოხატავდა ქართველი ხალხის ფუნდამენტურ რწმენებს და ღირებულებებს, მის რწმენას, წინ აღსდგომოდა დამპყრობლებს, დაეცვა დაჩაგრული, გაემარჯვა სიკვდილზე და ებრძოლა თავისუფლებისთვის“,— ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერები მოუწოდებენ ქართველ ხალხს, არავითარ შემთხვევაში არ შეეგუონ სიტყვის გამტეხელ, ნებაყოფლობით გარუსებული მოღალატეების ძალმომრეობას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღალატს და ყველა შესაძლო ფორმით და მეთოდით წინ აღუდგნენ საქართველოს რუსიფიკაციის მორიგ მცდელობას:

„დასასრულს შეგახსენებთ, რომ 9 აპრილიდან 35 წლისთავზე ჩვენ ისევ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, რადგან ამ დღის გმირებმა საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუტანეს და მისი დაცვა დღეს ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია“, — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

1. გვანცა ჯობავა, გამომცემელი, მთარგმნელი
2. ანა ჯავახიშვილი, პოეტი
3. ბექა ქურხული, მწერალი
4. დალილა გოგია, მთარგმნელი
5. რატი მუჯირი, მწერალი
6. ზაზა კოშკაძე, მწერალი, პოეტი
7. პაატა შამუგია, პოეტი
8. ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
9. ზურა პაპიაშვილი, მწერალი
10. ნიკი თარხან-მოურავი, გამომცემელი
11. ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
12. ბესო სოლომანაშვილი, მწერალი
13. ნინო ბექიშვილი, ჟურნალისტი, ლიტერატურის მენეჯერი
14. ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
15. ტორესა მოსი, მწერალი
16. თამარ ლონდარიძე, გამომცემელი
17. ნიკოლოზ აგლაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი
18. ლელა კოდალაშვილი, მწერალი
19. ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი
20. ნატო გორდელაძე, გამომცემელი
21. ანა კოპალიანი, მთარგმნელი
22. მაკა კასრაძე, გამომცემელი
23. თინა მამულაშვილი, გამომცემელი
24. ლაშა ბუღაძე, მწერალი
25. ნათია გიორგაძე, მწერალი
26. მაგდა ნოვაკოვსკა, მთარგმნელი, ქართველოლოგი
27. დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი
28. ნატო კვარაცხელია, მთარგმნელი
29. ანა ჭაბაშვილი, რედაქტორი
30. მარინე ცხადაია, გამომცემელი
31. ირაკლი ლომოური, მწერალი
32. რუსუდან რუხაძე, მწერალი
33. ვასო გულეური, მწერალი, მთარგმნელი
34. ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი, კულტურის მენეჯერი
35. ლელა შუბითიძე, კულტურის მენეჯერი
36. ნინა სურამელაშვილი, მწერალი
37. თამთა მელაშვილი, მწერალი
38. მედეა იმერლიშვილი, ჟურნალისტი
39. შოთა იათაშვილი, მწერალი, პოეტი
40. მაშო სამადაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
41. ნატა ლომოური, კულტურის მენეჯერი, საქართველოს პენცენტრი
42. ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი, საქართველოს პენცეტნრი
43. კოკა ქამუშაძე, მწერალი
44. რატი ამაღლობელი, პოეტი
45. მაიკო დანელია, კულტურის მენეჯერი
46. იაკი კაბე, მწერალი
48. ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი
49. ლელა დუმბაძე, მთარგმნელი
50. მაკო ჯანჯიბუხაშვილი, მწერალი
51. ანა მარგველაშვილი, გამომცემელი
52. დათო გორგილაძე, მწერალი
53. ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი


რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი