ახალი ამბები

პირობა დადეს, რომ აღარ მიუბრუნდებოდნენ, პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! – კინწურაშვილი რუსულ კანონზე

8 აპრილი, 2024 • 813
პირობა დადეს, რომ აღარ მიუბრუნდებოდნენ, პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! – კინწურაშვილი რუსულ კანონზე

მსახიობი კახა კინწურაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის მიღების კიდევ ერთ მცდელობას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ მმართველმა პარტიამ საკუთარი პირობა საზოგადოებას “თავზე გადაახია”.

“ერთი წლის წინ პირობა დადეს, რომ ამ კანონს აღარ მიუბრუნდებოდნენ! მინიმუმ ამ პირობის თავზე გადახევას როგორ ამართლებთ?! თავი რომ დავანებოთ საფრთხეებს, რაც ამ კანონის მიღების მერე შეექმნება ხალხს და ქვეყანას?! ეს თავის დაბრმავების და უნამუსობის ახალი საფეხურია!”, – წერს კახა კინწურაშვილი.

კინწურაშვილმა ტელეკომპანია “იმედი” შარშან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ფონზე დატოვა, მიზეზად კი არხის საინფორმაციო პოლიტიკა დაასახელა. 

“ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი”, – თქვა მაშინ კინწურაშვილმა.

“ქართული ოცნება” რუსულ კანონს, უკვე მეორედ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 აპრილს დაარეგისტრირებს.

3 აპრილს პარტიის ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ძველ და ახალ “რუსულ კანონებს” შორის განსხვავება მხოლოდ სახელშია – “უცხოური გავლენის აგენტის” ნაცვლად ახლა მათი სამიზნე არის “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” ინტერვიუ კახა კინწურაშვილთან:

მასალების გადაბეჭდვის წესი