ახალი ამბები

ფიზიკურ პირებს 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანებას ჩამოაწერენ

8 აპრილი, 2024 • 877
ფიზიკურ პირებს 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანებას ჩამოაწერენ

ფიზიკურ პირებს, ინდივიდუალური მეწარმეების ჩათვლით, ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე დღეს, 8 აპრილს განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ 145 000 ფიზიკურ პირს, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.

„საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები, კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს ,სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

შესაბამისად, 145 000 ჩვენს თანამოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი