ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდება

6 აპრილი, 2024 •
ირაკლი კობახიძე ბერლინში ოლაფ შოლცს შეხვდება

12 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ავრცელებს.

კანცლერის ოფისის ცნობით, შოლცსა და კობახიძეს შორის შეხვედრაზე განიხილება ორმხრივ ურთიერთობების, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები.

ამასთან, „დოიჩე ველეს“ ცნობით, შოლცისა და კობახიძის შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ ხელახლა ინიცირებაც იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი