ახალი ამბები

კიევმა რუსეთში მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი დაბომბა

5 აპრილი, 2024 •
კიევმა რუსეთში მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი დაბომბა

უკრაინული მედიის განცხადებით, კიევმა რუსეთში, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი დაბომბა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 6 საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა.

„უკრაინსკაია პრავდის“ ცნობით, ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის თავდაცვის ძალებთან ერთად ჩაატარა.

წყარო გამოცემას ეუბნება, რომ ეროდრომზე განთავსებული იყო SU-34 და SU-27 ბომბდამშენები, რომლებსაც რუსეთი უკრაინული ქალაქების დასაბომბად იყენებს.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, გარდა თვითმფრინავებისა, თავდასხმის დროს მოკვდა ან დაშავდა 20-მდე რუსი სამხედრო პერსონალი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმას ადასტურებენ რუსეთშიც. თვითმხილველების თქმით, აეროდრომთან ათობით დრონი შენიშნეს და აფეთქების ხმა 60-ზე მეტჯერ გაიგონეს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი