ახალი ამბები

,,ჯიპიაი ჰოლდინგი’’ 10 საავადმყოფოს აშენებას გეგმავს

29 სექტემბერი, 2010 • • 945
,,ჯიპიაი ჰოლდინგი’’ 10 საავადმყოფოს აშენებას გეგმავს

2012 წლისათვის ,,ჯიპიაი ჰოლდინგი’’ საქართველოს მასშტაბით 10 საავადმყოფოს აშენებას გეგმავს. აქედან ოთხი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, – ყაზბეგში, მცხეთაში, თიანეთსა და დუშეთში, – იქნება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ კომპანიამ, ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში, ახალი საავადმყოფოების პროექტი უკვე წარადგინა.

დუშეთში 15–საწოლიანი სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას როგორც ამბოლატორიულ, ისე ჰოსპიტალურ მომსახურეობას გაუწევს. იქნება სამშობიარო, სადიაგნოსტიკო, გადაუდებელი დახმარებისა და თერაპიული გამყოფილებები.

საავადმყოფოები,  ,,ჯიპიაი ჰოლდინგის’’ გათვლებით, 2011 წლისთვის უკვე შეძლებენ პაციენტების მიღებას.

10 საავადმყოფოში სულ 225 საწოლი იქნება. საავადმყოფოების დასრულება 2012 წლისთვის იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი