ახალი ამბები

ოდიშარია ბოდიშს იხდის, თუმცა ირწმუნება, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია

3 აპრილი, 2024 •
ოდიშარია ბოდიშს იხდის, თუმცა ირწმუნება, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია

“ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია პარლამენტში შეურაცხმყოფელი და მიზოგინიური გამონათქვამის შემდეგ ბოდიშს იხდის და წუხილს გამოხატავს.

თუმცა, როგორც დეპუტატმა განაცხადა, მისი “აღშფოთება” არც ერთი ფიზიკური პირის მიმართ არ ყოფილა გამოთქმული.

ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“, – ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ დღეს, 3 აპრილს, პარლამენტში.

ოდიშარიამ ეს შეურაცხმყოფელი რეპლიკა სხდომათა დარბაზში იმ დროს თქვა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა და გენდერული კვოტირების გაუქმებას აკრიტიკებდა.

„არ მიკვირს განსაკუთრებული შეტევა ქალებზე და ქალ დეპუტატებზე. თქვენ ხომ ის პარტია ხართ, რომლის მთავარი პროპაგანდისტები და აპოლოგეტები დადასტურებულად სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ადამიანები არიან და გადაფარებული ხართ ამ ხალხზე“, – ამბობდა ანა ნაცვლიშვილი, რა დროსაც ბექა ოდიშარიამ ქალებს შეურაცხყოფა მიაყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი