ახალი ამბები

კვოტების გაუქმება აფერხებს ევროინტეგრაციას – 80-ზე მეტი NGO

3 აპრილი, 2024 • 539
კვოტების გაუქმება აფერხებს ევროინტეგრაციას – 80-ზე მეტი NGO

80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს, არ გააუქმოს გენდერული კვოტირების პრინციპი. მათი შეფასებით, კვოტების გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.

„ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის  განსაზღვრულ 12 პირობათაგან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობა იყო. წინსვლის ნაცვლად (შესრულებული სამი რეკომენდაციიდან ერთი სწორედ გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხებს ეხებოდა), სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმების კანონპროექტის მიღება აშკარა რეგრესს და უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს განსაკუთრებულ ზომები კაცების და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“, — ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ კვოტირების პრაქტიკამ შედეგი მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტში აჩვენა. კონკრეტულად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობა 3%-ით, 19.1%-მდე, ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 13,8%-დან 24%-მდე გაიზარდა. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს შედეგი არ არის საკმარისი და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის კრიტიკული რაოდენობა ორჯერ მეტი უნდა იყოს — 40%.

„2023 წლის გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს 146 ქვეყანას შორის, ხოლო პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით 125-ე ადგილზეა.

ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის და გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის ვალდებულება გათვალისწინებულია არაერთ საერთაშორისო აქტში, მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციაში, პეკინის დეკლარაციასა და სამოქმედო პლატფორმაში და ევროპის საბჭოს რეკომენდაციაში“, — აცხადებს სამოქალაქო სექტორი.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი
  2. ქალთა მოძრაობა
  3. საფარი
  4. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
  5. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  7. კავკასიის ღია სივრცე (COS)
  8. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  9. გენდერული თანასწორობის ქსელი
  10. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი (wprc)
  11. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)
  12. უფლებები საქართველო
  13. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  14. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  15. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  16. Civil Rights Defenders
  17. ფონდი ტასო
  18. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
  19. სექტორი 3
  20. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  21. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა
  22. ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
  23. GrlzWave
  24. ქვიარ ასოციაცია – თემიდა
  25. თბილისი პრაიდი
  26. Promote Georgia
  27. ქართველ და გერმანელ ქალთა საერთაშორისო ცენტრი
  28. ახალგაზრდა ფემინისტები / Young Feminists
  29. მრავალარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)
  30. ქალთა იმედი
  31. ააიპ “დავიწყოთ ახლა”
  32. საორსა
  33. ცოდნის კაფე
  34. კანონის უზენაესობის ცენტრი
  35. ჟურნალისტთა კავშირი “ხალხის ხმა” (რადიო “მარნეული”)
  36. Youth for Society Georgia
  37. უნივერსალთა ლიგა
  38. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  39. ააიპ მშობლები განათლებისთვის
  40. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  41. კომლი
  42. ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
  43. მოძრაობა “ინკლუზიური საზიგადოება – საქართველო”
  44. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  45. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  46. ასოციაცია “მერკური”
  47. ტოლერანტობის სამყარო
  48. უნივერსალთა ლიგა
  49. ფორსეტი
  50. ააიპ რაჭის სათემო ორგანიზაცია
  51. ახალგაზრდების ხმა – Youth Voices
  52. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი (COSDP)
  53. პედაგოგთა კავშირი “განათლება და სამყარო”
  54. გამომცემლობა მელანი
  55. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)
  56. ანოვა
  57. სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა
  58. სამოქალაქო მოძრაობა ტალღა
  59. საუნჯე
  60. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
  61. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)
  62. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
  63. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
  64. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია
  65. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  66. ტრანსგენდერი კაცების საინიციატივო ჯგუფი “ჩვენი კლუბი”
  67. მწვანე ალტერნატივა
  68. სენტირე
  69. შშმ ქალთა ალიანსი
  70. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  71. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
  72. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
  73. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC)
  74. ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
  75. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  76. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
  77. ქსელი ტბფიფლ
  78. რეალური ხალხი, რეალური ხედვა
  79. ჩემი იმერეთი
  80. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი

მასალების გადაბეჭდვის წესი