ახალი ამბები

საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! – EU-ს საელჩო

27 მარტი, 2024 • 724
საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ! –  EU-ს საელჩო

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში პირველად გასვლას საქართველოს ულოცავს ევროკავშირის საელჩო.

„საქართველოსთან ერთად ამ ისტორიულ გამარჯვებას ვზეიმობთ!

ყველას გილოცავთ, ეროვნულ ნაკრებს კი ვუსურვებთ წარმატებას ევროპის ჩემპიონატში! “ — წერს ევროკავშირის საელჩო.


დინამო არენაზე 26 მარტს გამართულ დაძაბულ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებს 4:2 სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა.ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ივნისის დორტმუნდში თურქეთთან გამართავს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ჰამბურგში დაუპირსპირდება, საქართველო-პორტუგალიის მატჩი კი 26 ივნისს გელზენკირხენში ჩატარდება.

მთავარ ფოტოზე: დინამო არენა, 26 მარტი, 2024. EPA-EFE/DAVID MDZINARISHVILI

მასალების გადაბეჭდვის წესი