ახალი ამბები

პროკურატურა: ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც ვაზისუბანში მეზობელი ქალი დაჭრა

25 მარტი, 2024 • 962
პროკურატურა: ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც ვაზისუბანში მეზობელი ქალი დაჭრა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ერთ პირს ბრალდება წარედგინა.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი