ახალი ამბები

ერაყი ამერიკისგან დახმარებას ელის

28 სექტემბერი, 2010 •
ერაყი ამერიკისგან დახმარებას ელის

თეთრი სახლი უნდა დაეხმაროს ერაყს ხელისუფლების ფორმირებაში, – ამის შესახებ

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოშიარ ზებარმა  “Associated Press”-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზებარის თქმით, ამერიკული კონტინგენტის გასვლის შემდეგ ერაყელმა სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა წარმატებით შეძლეს უსაფრთხოების სფეროში შექმნილი ვაკუუმის შევსება, რისი თქმაც არ შეიძლება მთავრობის დაკომპლექტების პროცესზე.

მინისტრის აზრით, ამერიკის ხელისუფლება ვალდებულია ერაყს დახმარების ხელი გაუწოდოს და პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში დაეხმაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი