ახალი ამბები

უგო ჩავესის პარტია გამარჯვებულია

28 სექტემბერი, 2010 • • 1002
უგო ჩავესის პარტია გამარჯვებულია

ვენესუელაში გამართულ საპარალამენტო არჩევნებში უმრავლესობით უგო ჩავესის პარტია გავიდა. ასაბლეაში 165 ადგილიდან უგო ჩავესის პარტიამ 96 დაისაკუთრა.

გართიანებული ოპოზიციამ კი 35%-ზე მეტი ადგილი დაიკავა პარლამენტში.

როგორც www.vancouversun.com წერს, შედეგით არცერთი მხარე არ არის კმაყოფილი. იმის გამო, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ 35%-ზე მეტი ადგილი დაიკავა პარლამენტში, ისინი საშუალებას აღარ მისცემენ ჩავესის დასაყრდენ სოციალისტურ პარტიას ხმების 2/3-ით ნებისმიერი გადაწყვეტილების დაკანონება შეძლოს, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

 ოპოზიციის კი ფიქრობს,რომ პროვინციებს იმაზე მეტი ადგილები აქვთ პარლამენტში მიცემული, ვიდრე ეკუთვნით. მათი აზრით, და ასე იმიტომ მოხადა, რომ ჩავესი რეგიონებში უფრო პოპულარულია ვიდრე დედაქალაქში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი