ახალი ამბები

აშშ უკრაინას $300 მლნ ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

12 მარტი, 2024 • 757
აშშ უკრაინას $300 მლნ ოდენობის სამხედრო  დახმარებას გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა.

ეს არის პირველი პაკეტი მიმდინარე წელს და კონგრესის მიერ დამატებითი დაფინანსების დაბლოკვის პირობებში.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ახალი დაფინანსება ხელმისაწვდომი გახდა პენტაგონის მიერ უკვე გაფორმებული კონტრაქტებიდან „არაპროგნოზირებადი დანაზოგის“ შედეგად.

ახალი პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, საზენიტო რაკეტებს, ჯავშანტექნიკის სისტემებს და სხვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი