ახალი ამბები

პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ ნაკლები იყო 

11 მარტი, 2024 • 1725
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ ნაკლები იყო 

2023 წლის პირველადი მონაცემებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოში თითქმის 4-ჯერ ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. შესაბამის მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

უწყების ცნობით, გასული წლის წინასწარი მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგილნა. საქსტატის ინფორმაციით, ეს 2022 წლის დაზუსტებულ მონაცემზე 24%-ით ნაკლებია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წლის მაჩვენებელი აღემატება 2018-2021 წლის მაჩვენებლებს.

საქსტატის მონაცემებით, შემცირებულია რეინვესტიციის მაჩვენებელიც.

უწყების ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მთავარი მიზეზი სავალო ვალდებულებების შემცირებაა.

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც ლიდერობენ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, მათ შორის ლიდერობის დიდი ბრიტანეთი. მას მოჰყვებიან ნიდერლანდები, თურქეთი და აშშ.

საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განმახორციელებელ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილს იკავებს რუსეთი. მართალია, ინვესტიციების შემცირების საერთო ფონზე შემცირებულია უშუალოდ რუსეთიდან შემოსული ინვესტიციებიც, თუმცა 2023 წლის მონაცემები მაინც აღემატება უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებულ მონაცემებს.

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება სექტორებს, 2023 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო სფეროში. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა.

შეგახსენებთ, რომ ეს არის 2023 წლის წინასწარი მონაცემები. მონაცემები, შესაძლოა, დაკორექტირდეს, საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად. დაზუსტებულ მონაცემებს უწყება 2024 წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი