ახალი ამბები

რუს ბალერინა ილზე ლიეპას ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოართვეს

8 მარტი, 2024 • 1966
რუს ბალერინა ილზე ლიეპას ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოართვეს

ლიეტუვური მედიის ცნობით, პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს რუსი ბალერინისთვის, ილზე ლიეპასთვის ლიეტუვის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ლიეტუვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსი ბალერინისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო, რადგან ის “არ მალავდა სიმპათიებს ვლადიმერ პუტინის მიმართ, უკრაინის ომს უწოდებდა სპეცოპერაციას და აბუჩად იგდებდა დასავლურ ღირებულებებს”.

ილზე ლიეპას ჰქონდა როგორც ლიეტუვის, ასევე რუსეთის მოქალაქეობაც.

გარდა ამისა, ლიეტუვის მოქალაქეობა ჩამოერთვა რუს ბიზნესმენსა და ყოფილ КГБ-ს თანამშრომელს იური კუდიმოვს.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ბიზნესმენი ახორციელებდა “ქვეყნის ინტერესებთან შეუსაბამო საქმიანობას”.

2022 წლის ნოემბერში, ერთ-ერთ ინტერვიუში ილზე ლიეპამ განაცხადა, რომ მას “რცხვენია” ბალტიისპირეთის ქვეყნების ქმედებების და მხარს უჭერს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი