ახალი ამბები

ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო რბოლას გაემოთიშება

6 მარტი, 2024 • 811
ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო რბოლას გაემოთიშება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი და აშშ-ის ყოფილ ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი დღეს, 6 მარტს, გამოაცხადებს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვის შესახებ.

ამასთან, წყაროების ცნობით, ჰეილი არ აპირებს მხარი დაუჭიროს კონკურენტს რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპს.

ნიკი ჰეილი დონალდ ტრამპის ერთადერთ კონკურენტად რჩებოდა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში. მან მხოლოდ ორ შტატში — ვაშინგტონსა და ვერმონტში — შეძლო შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება.

რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გამარჯვებული, საბოლოოდ, ზაფხულამდე უნდა გაირკვეს. არსებული გამოკითხვებით, აშკარა ფავორიტი სწორედ დონალდ ტრამპია. რესპუბლიკელი კანდიდატი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი