ახალი ამბები

ვაშინგტონის პრაიმერი ნიკი ჰეილიმ მოიგო

4 მარტი, 2024 • 763
ვაშინგტონის პრაიმერი ნიკი ჰეილიმ მოიგო

ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპი დაამარცხა.

ეს  ჰეილისთვის პირველი გამარჯვებაა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში. გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ვაშინგტონში ტრამპი 62.9%-ით დაამარცხა.

როგორც BBC წერს, ნიკი ჰეილი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა.

მიუხედავად ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შიდაპარტიულ რეიტინგში ამ დრომდე ლიდერობს და უდიდესი ალბათობით სწორედ ის დაუპირისპირდება ჯო ბაიდენს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

BBC აღნიშნავს, რომ  ვაშინგტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიულად ყოველთვის დემოკრატებისკენ იხრებოდა. აშშ-ის დედაქალაქში რესპუბლიკური პარტიის მხოლოდ 23 000 მხარდამჭერია რეგისტრირებული. რესპუბლიკური პარტიის ცნობით, ვაშინგტონის პრაიმერიზში მონაწილეობა პარტიის 2 035-მა წევრმა მიიღო.

5 მარტს „სუპერ სამშაბათია“, როდესაც 16 შტატი ჩაატარებს პრაიმერებს. რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გამარჯვებული, საბოლოოდ, ზაფხულამდე უნდა გაირკვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი