ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩვენ პუტინის მხარეს ვართ – არძინბა

5 მარტი, 2024 •
ჩვენ პუტინის მხარეს ვართ – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოჭში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სოხუმი მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში წარმოებულ ომში.

მან ამის შესახებ განაცხადა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, სახელწოდებით “რუსეთი ახალ საერთაშორისო პირობებში: ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების შესაძლებლობები”.

“ჩვენ, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკა, მომხრე ვართ სპეციალური სამხედრო ოპერაციის. ჩვენ ვართ სამართლიანობის მომხრე საერთაშორისო ურთიერთობებში და  ვლადიმერ პუტინის მხარეს ვართ! ” – განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი