ახალი ამბები

რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს

1 მარტი, 2024 • 1377
რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიდან გაათავისუფლეს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ჯაველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს 2022 წლის მაისიდან იკავებდა. მანამდე იყო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

დღეიდან, 1 მარტიდან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულება ჯაველიძის მოადგილეს, ილია შამუგიას დაეკისრა.

კიდევ ერთი საკადრო ცვლილება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შეეხო. პრემიერის ბრძანებით, ლევან სუხიტაშვილი სააგენტოს დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, დღეს თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

პრემიერთან საუბრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი გადადგა – მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი