ახალი ამბები

ჩვენს საიტზე დაფიქსირდა 2 მილიონი მოთხოვნა წუთში – Tkt.ge შეფერხების მიზეზს განმარტავს

27 თებერვალი, 2024 • 1479
ჩვენს საიტზე დაფიქსირდა 2 მილიონი მოთხოვნა წუთში – Tkt.ge შეფერხების მიზეზს განმარტავს

ბილეთების ყიდვის ონლაინ პლატფორმა Tkt.ge ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარ-ფინალური მატჩის ბილეთების შეფერხებით გაყიდვის მიზეზებს განმარტავს.

როგორც Tkt.ge-ის განცხადებაშია აღნიშნული, მატჩის ბილეთების გაყიდვების დაწყება დაყოვნდა 45 წუთით, რაც განპირობებული იყო მათ საიტზე დაფიქსირებული რეკორდული მოთხოვნით – 2 მილიონი მოთხოვნა (Request) წუთში.

„მყისიერი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა, ჩამდგარიყვნენ ონლაინ რიგში და დაეწყოთ ყიდვის პროცესი, რომელიც ამ მომენტითვისაც ყოველგვარი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ბილეთების გაყიდვა ხდება ყოველ ბილეთზე პირადი ინფორმაციის მითითებით, რის შედეგადაც შეიზღუდა
გადამყიდველების აქტივობა საიტზე და ამის გამო საშუალოდ 5 წუთამდე გაიზარდა შესყიდვის პროცესის ხანგრძლივობა“, – ნათქვამია Tkt.ge-ს განცხადებაში.

Tkt.ge ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი