ახალი ამბები

ნინო გიორგობიანი ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა

27 თებერვალი, 2024 • 762
ნინო გიორგობიანი ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, მრჩევლად დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

გიორგიბიანს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ეკავა. გასულ წელს Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომი არაავთენტურ ქცევაში ამხილა და წაშალა 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, ცხრა ჯგუფი და ორი ანგარიში Instagram-ზე, რომლებიც არღვევდა კომპანიის პოლიტიკას კოორდინირებული არაავთენტური ქცევის წინააღმდეგ.

გიორგობიანმა აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა. მანამდე ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი