ახალი ამბები

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე

27 თებერვალი, 2024 •
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე

მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ტყვიის მსროლელთა  ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს ოქროს მედალი შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში. ქართველმა მსროლელებმა  ფინალში დაამარცხეს გერმანელი წყვილი ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით – 17:15.

შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაში მონაწილეობას იღებდა მეორე ქართული წყვილიც (მარიამ აბრამიშვილი და იოანე ხვარეშია), რომელიც პლეი-ოფის ოთხეულში ვერ მოხვდა და 561 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი