ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

26 თებერვალი, 2024 • 1130
თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

თავდაცვის ახალი მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილედ პაატა პატიაშვილი დაინიშნა.

პაატა პატიაშვილი მანამდე იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. მუშაობდა საქართველოს საელჩოში აშშ-ის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილეთაგან ამ დროისთვის პოსტს ინარჩუნებენ დავით სუჯაშვილი და გრიგოლ გიორგაძე.

თავდაცვის მინისტრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა და ამ თანამდებობაზე 8 თებერვალს ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი