ახალი ამბები

კობახიძე სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას აანონსებს

26 თებერვალი, 2024 • 836
კობახიძე სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას აანონსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, შეადგინონ გეგმა, რომელიც უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთათვის მოიცავს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებში ანაზღაურებად სტაჟირებას:

„პარლამენტმა შარშან მიიღო კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის შესახებ. ეს კანონი საჭიროებს ეფექტიან აღსრულებას და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში დაიწყება უკვე წელსვე.

წელს უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტების, სულ მცირე, 2-3 ათასი კურსდამთავრებულის მინიმუმ 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი