ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო ერევანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს და აფრთხილებს

23 თებერვალი, 2024 • 1627
ბაქო ერევანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს და აფრთხილებს

ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის რაიონში.

როგორც APA  სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად და ორი ქვეყნის პირობით საზღვარზე სტაბილურობის უზრუნვალესაყოფად აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებმა საპასუხო ზომები არ მიიღეს. 

“მოვუწოდებთ სომხეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, არ დაუშვან მსგავსი პროვოკაციები, რომლებიც მიზნად ისახავს სიტუაციის კონტროლიდან გამოყვანას და სტაბილურობის დარღვევას. მოვითხოვთ ამ ქმედების ჩამდენის იდენტიფიცირებასა და დასჯას”, – ნათქვამია განცხადებაში. 


“აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ინაუგურაციისას, მიუთითებს ლოკალურ შეიარაღებულ დაპირისპირებებზე, რომლებიც შესაძლოა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ოფიციალური ბაქოს განცხადებები “სამშვიდობო შეთანხმებისთვის”  საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე სომხეთში, ქვეყნის შიდა საქმეებსა და სუვერენიტეტში ჩარევაა და არანაირ შეთანხმებას ხელს არ უშლის”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც მხარეები 2023 წლის შემოდგომიდან მუშაობენ.

ფაშინიანი აზერბაიჯანის მხრიდან ახალი ომის დაწყებას არ გამორიცხავს

მასალების გადაბეჭდვის წესი