ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი მშვიდობის სანაცვლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს

2 თებერვალი, 2024 • 4604
ალიევი მშვიდობის სანაცვლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს

“სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში პირდაპირი მოწოდებაა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან შეერთებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ, რაც სომხეთის კონსტიტუციაშიც არის ასახული”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევის თქმით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის კონსტიტუაციასა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები შევა და სომხეთს პრეტენზია აღარ ექნება ყარაბაღზე.

“ეს ნაბიჯი კარგი შესაძლებლობა იქნება სამშვიდობო პროცესის უსწრაფესად დასრულებისთვის”, – ამბობს ალიევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი