ახალი ამბები

„ფორმულაზე“ დილის გადაცემაც იხურება

22 თებერვალი, 2024 • 1061
„ფორმულაზე“ დილის გადაცემაც იხურება

ტელეკომპანია „ფორმულაზე“, სხვა გადაცემებთან ერთად, დილის გადაცემაც იხურება.

დილის გადაცემის გუნდის ნაწილი არხს დატოვებს, სხვები კი შუადღის გადაცემის ფორმატზე გააგრძელებენ მუშაობას.

„ემოციური იქნება ჩვენი დამშვიდობება, რადგან დილის გადაცმისთვის ეს ბოლო სამუშაო კვირაა. ამ ფორმატში ჩვენ ვეღარ შევხვდებით. ჩვენი გუნდის ნაწილი „ფორმულაზე“ გააგრძელებს შუადღის გადაცემის ფორმატში თქვენთვის მუშაობას, თუმცა ჩვენ გვიწევს გუნდის არაერთ ძვირფას წევრთან დამშვიდობება, რაც საკმაოდ რთული პროცესია“, – განაცხადა „დილა ფორმულაზე“ წამყვანმა ეკა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემებისა და რეორგანიზაციის შედეგად, ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემების დიდი ნაწილი იხურება და იგეგმება კადრების შემცირებაც.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

„ფორმულაზე“ გასართობი გადაცემები იხურება, იგეგმება კადრების შემცირება

მასალების გადაბეჭდვის წესი