„ფორმულაზე“ გასართობი გადაცემები იხურება, იგეგმება კადრების შემცირება

ტელეკომპანია ფორმულაზე გასართობი გადაცემების ნაწილი იხურება, რის შედეგადაც არხს არაერთი თანამშრომელი დატოვებს. ამის შესახებ ნათქვამია „ფორმულას“ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ტელეკომპანია „ფორმულა“ გატყობინებთ ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილებას. ჩვენი მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის. ამ გადაწყვეტილების პარალელურად გვიწევს რეორგანიზაცია, არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია. … Continue reading „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემები იხურება, იგეგმება კადრების შემცირება